"ნაციონალური მოძრაობა": შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკას აყალბებს

"ნაციონალური მოძრაობა": შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკას აყალბებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის გია ხალვაშის განცადებით გასულ წელს ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა, გაცილებით მეტია თუმცა უწყება სტატისტიკაში რეალურ ციფრებს მალავს. ოპოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუსტი სტატისტიკის გასაჯაროებას და შესაბამისი პირების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 

"2017 წელს საქართველოშო დანაშაულის რაოდენობა შეადგენს 37944-ს, რეალურად კი გაცილებით მეტია. მაგალითისათვის შ.ს.ს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ყაჩაღობის რაოდენობა შეადგენს 275-ს მათ შორის ყაჩაღობა საცავში ან სადგომში შეღწევით შეადგენს 20 -ს.

ჩვენ ამოვიღეთ მედიაში გაშუქებული ინფორმაციები დანაშაულზე, ყაჩაღობა საცავში ან სადგომში შეღწევით დაკავშირებით, რის მიხედვითაც ნათლად ჩანს რომ 2017 წელს ასეთი დანაშაულების რაოდენობა შეადგენს 30-ს ნაცვლად სტატისტიკაში მოცემული 20-ისა. ხელისუფლება რეალურად დაკავებულია სტატისტიკის გაყალბებით და არა დანაშაულის პრევენციითა და გახსნით რაც შ.ს.ს უპირველესი მოვალეობაა.

მოვითხოვთ საქართველოს შ.ს.ს-მ: გაასაჯაროვოს დანაშაულების რაოდენობის ზუსტი სტატისტიკა. დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც დაკავებული არიან სტატისტიკის გაყალბებით",- აცხადებს გია ხალვაში

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

11 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167