უკრაინამ რუსული ავიაკომპანიები 3 წლის განმავლობაში 210 მილიონი დოლარით დააჯარიმა

უკრაინამ რუსული ავიაკომპანიები 3 წლის განმავლობაში 210 მილიონი დოლარით დააჯარიმა

2015 წლიდან მოყოლებული, უკრაინის ხელისუფლებამ 40-ზე მეტი რუსული ავიაკომპანია, რომლებიც რეისს ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართულებით ახორციელებდა, 210 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო ავიაციაში აცხადებენ, რომ ჯარიმები უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესდა. ამ მომენტისათვის არსებობს რამდენიმე ათასი ჯარიმა, რომელთა გამოც სახელმწიფო ავიაცია უკრაინის სასამართლოებს მიმართავს. უკრაინის სასამართლოებში საქმის განხილვის შემდეგ კი მათ უკვე შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ საერთაშორისო სასამართლოებს.

კომპანიები, რომლებიც დაჯარიმებული არიან, ესაა "Аэрофлот", "ВИМ-Авиа", "Газпром авиа", Red Wings, "Россия", "АЛРОСА", "Уральские авиалинии", "Ямал", "ЮТэйр", "Трансаэро", "224 авиаотряд", "Когалымавиа" და სხვა.

2017 წლის სექტემბერში უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებმაც ყირიმში გადაფრენით ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, 20 ათასზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს, რამაც საერთო ჯამში 5,98 მილიარდი რუბლი შეადგინა.

2014 მარტს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ტერიტორიის ანექსია მოახდინა, უკრაინამ ნახევარკუნძულის თავზე საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ამგვარად, რუსეთიდან ყირიმში განხორციელებული ფრენები უკანონოდ მიიჩნევა.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

13 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167