ბოკერია: კვირიკაშვილილის გულუბრყვილო მიმართვას რუსეთი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს

ბოკერია: კვირიკაშვილილის გულუბრყვილო მიმართვას რუსეთი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს

"გიორგი კვირიკაშვილმა თავისი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი და ციტატა მისცა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.  

"რუსეთის ფედერაცია ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბრჭყალებში, ეთანხმება მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მიხედეთ ამ ორმხრივ მიმართულებას, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ჩაეჭიდნენ ამ უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას, განსაკუთრებით ე.წ პირდაპირი დიალოგის შესახებ. არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, არაფრის შეცვლას რა თქმა უნდა არ აპირებენ და პირიქით, უხარიათ, რომ პოლიტიკური ფასი მათ არ ექნებათ ამ ყველაფერში. კვირიკაშვილის მიმართვას ისინი მომავალშიც გამოიყენებენ ციტირებისას, რომ საქართველომ რაც თქვა, გააკეთოს, ანუ უარი თქვას იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ამ საზარელ მკვლელობებზე და რომ ჩვენ ორმხრივი ე.წ დიალოგები ვაწარმოოთ სოხუმთან და ცხინვალთან,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე: რუსეთის საგარეო უწყება პრემიერს: საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით დაინტერესებული ვართ

 

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

51 წუთის წინ

მათივე ცნობით, შეხვედრას არ დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  შეგახსენებთ, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. სწორედ ამას უკავშირდება "ოცნების" შეხვედრა. 

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167