აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქციები ბალისტიკური რაკეტების შემუშავების, საერთაშორისო ტერორიზმისთვის მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ0გვერდზეა ნათქვამი.

ტრამპის თქმით, თეირანის მსგავსი ქმედებები ისევე ქმნის უჩვეულო და უკიდურეს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, გარე პოლიტიკისთვისა და აშშ-ის ეკონომიკისათვის.

ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ 2015 წლის ივლისში მიღწეული იქნა შეთანხმება ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მიხედვით. ეს შეთანხმება მიზნად ისახავს ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანობის გარანტს. 2016 წლის იანვარში ვაშინგტონმა სწორედ ამ გეგმის გამო ირანს სანქციები მოხსნა.

5 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ზარიფმა განაცხადა, რომ აშშ და ევროპული ქვეყნები არღვევენ ბირთვული შეთანხმების პირობებს. მისი თქმით, ამაში ბრალი პირველ რიგში ვაშინგტონის პოლიტიკას მიუძღვის. მისი მოსაზრებით, სწორედ აშშ უბიძგებს ევროპულ ქვეყნებს, რომ ზეწოლა მოახდინონ თეირანზე.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

13 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167