140 კონგრესმენი ტრამპისგან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს

140 კონგრესმენი ტრამპისგან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული უმცირესობის წარმომადგენლებმა პეტიცია შეადგინეს, სადაც ისინი დონალდ ტრამპისგან მოითხოვენ, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდეს. მიმართვას ხელი 140-მა კონგრესმენმა მოაწერა.

"თქვენმა მოქმედებებმა ბოლო წლის განმავლობაში გვაჩვენა, რომ ყოველთვის პრეზიდენტ პუტინის გამართლებაში იქნებით და უარყოფთ იმას, რომ იგი 2016 წელს თქვენს კამპანიასთან ურთიერთობდა.

ამ უკანასკნელი მოქმედებით თქვენ იგნორს უკეთებთ კანონს და გვაჩვენებთ, რომ რუსეთთან მიმართებაში არაფერს იზამთ, რათა შეაჩეროთ ჩვენ არჩევნებში დამატებითი ჩარევები.

ჩვენ თქვენ გთავაზობთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებელია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამ ინსტრუმენტებს თაროზე შემოდებთ, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ დამატებით საკანონმდებლო ზომებს გაცილებით უფრო მკაცრი მოთხოვნებით", - ნათქვამია დემოკრატების წერილში.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

13 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167