სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება

ა.ქაჯაიას სახ. სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო, რომელიც დაწესებულებაში დღეს იმყოფებოდა. 

სპეციალური ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელობითაა დაკომპლექტებული.

მონიტორთა ჯგუფმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით ვითარება შეისწავლა. ისინი დაწესებულებაში არსებული სიღრმისეული პრობლემების დეტექციისა და ლიკვიდაციისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს მოამზადებენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

6 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167