თამარ ელბაქიძემ რომში გამოფენაზე "ხელოვნება გვიჩვენებს" მიიღო მონაწილეობა

თამარ ელბაქიძემ რომში გამოფენაზე "ხელოვნება გვიჩვენებს" მიიღო მონაწილეობა

თებერვლის ბოლოს რომში, ფერაიოლის სასახლეში (Palazzo Ferrajoli), გამომცემლობა Pagina-ს თაოსნობით, მხატვართა გამოფენა გაიმართა. "ხელოვნება გვიჩვენებს" - ასე ეწოდებოდა სახელად გამოფენას, რომელზეც მხატვრებს, კონკურსის შედეგად ჟიურისგან შერჩეულებს, თავიანთი შესრულებული სამ-სამი ნახატი ჰქონდათ წარდგენილი.

მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება თუ ვეტყვით, რომ გამოფენის მონაწილეებს შორის ჩვენი თანამემამულე, თამარ ელბაქიძეც იყო. თამარი თბილისიდანაა, პროფესიით ჟურნალისტია და უკვე მეშვიდე წელია, რაც იტალიაში სამუშაოდაა წასული ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. არცთუ ჭარბი თავისუფალი დრო თავდაპირველად ენის სრულყოფილად შესწავლას დაუთმო და იტალიის სახელმწიფო სკოლის დიპლომი აიღო. შემდეგ ბავშვობაში, 6-7 წლის ასაკში, ელენე ახვლედიანის სამხატვრო გალერეაში სიარულის პერიოდის რამდენჯერმე გაიხსენა და...

ხატვის სურვილი მოეძალა თამარს. ჯერ ფანქრით, შემდეგ ზეთის საღებავებით დაიწყო ხატვა. 2016 წელს შეიტყო სამხატვრო კონკურსის შესახებ, რომელიც ტარდებოდა რომში და ეძღვნებოდა ამადეო მოდილიანის. კონკურსის ჟიურიმ მოიწონა მისი გაგზავნილი ფანქარში შესრულებული ნახატი დაუკავშირდა მას და საბოლოოდ მისი შვიდი ნახატი დაბეჭდეს კატალოგში.


მომდევნო, 2017 წელს მისი ზეთში შესრულებული სამი ნახატი შეიტანეს კატალოგში, ხოლო სულ ახლახანს კი ეს ნახატები, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გამოფენაზე "ხელოვნება გვიჩვენებს" აჩვენეს, თამარს კი გამოფენის ატესტატი გადასცეს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისს 23 ივნისს ეწვევა

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისს 23 ივნისს ეწვევა

13 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi დაგეგმილია დისკუსია, რომელშიც მიშელ უელბეკთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი მონაწილეობენ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167