წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 16.2%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 16.2%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2017 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 54.3 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 25.9 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 15.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 13.4 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2017 წელს 60.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 304.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 294.6 მლნ. აშშ დოლარით.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

15 საათის წინ

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167