აჭარაში ლოტბარებისა და ქორეოგრაფებისათვის ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარაში ლოტბარებისა და ქორეოგრაფებისათვის ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებითა და დაფინანსებით ლოტბარებისთვის და ქორეოგრაფებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების დახვეწა-გამდიდრება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილების ამაღლება, ავთენტური ტრადიციების დაცვა. 

11 მარტს შუახევის კულტურის ცენტრში დაიწყო ტრენინგები ადგილობრივი ლოტბარებისა და ქორეოგრაფებისთვის.

ტრენინგს ატარებენ:

ნანა ვალიშვილი - ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, ლოტბარი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, ექსპერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში; ღირსების ორდენის კავალერი;

ნინო (ნუნუკა) შველიძე - ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, პედაგოგი, ექსპერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში;

უჩა დვალიშვილი - ქორეოლოგი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი ქორეოგრაფიაში, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების ლიდერი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი; ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, „ქართული ცეკვის რაინდი“;

გიორგი ჩაჩავა - საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საბჭოს საპატიო წევრი, მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბათუმის საპატიო მოქალაქე.

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისს 23 ივნისს ეწვევა

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისს 23 ივნისს ეწვევა

13 საათის წინ

ვიზიტის ფარგლებში, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi დაგეგმილია დისკუსია, რომელშიც მიშელ უელბეკთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი მონაწილეობენ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167