მაიქროსოფთი წლის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს

მაიქროსოფთი წლის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს

13 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი რუმსში" "მაიქროსოფთის" ორგანიზებით ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. კომპანია ბიზნესის ლიდერებსა და IT განყოფილების წარმომადგენლებს იწვევს ციფრული ევოლუციის ფორუმზე „აღმოაჩინე ციფრული ტრანსფორმაციის სამყარო".

ღონისძიებას გახსნის "მაიქროსოფთ საქართველოს" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე. შეხვედრები, რომელიც გაიმართება პარალელურ რეჟიმში დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა  ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, სოციალური ქსელების მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებები, ვირტუალური ჩატბოქსები და სხვა.

ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს დაუკავშირდებიან ტექნიკური ექსპერტები, დამოუკიდებელი Software მომწოდებლები, მაიქროსოფთის პარტნიორები და 100-ზე მეტი წამყვანი ბიზნესის ტოპ მენეჯერი. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ წარმატებულ IT გადაწყვეტილებებს 3 ინდუსტრიული მიმართულებით, კერძოდ,  სამთავრობო, ფინანსების და გაყიდვების სფეროებში.

კომპანია "მაიქროსოფთის" ძალისხმევით საგანგებოდ შეირჩა პარტნიორები, რომელთა რეალური IT გადაწყვეტილებების  დემონსტრირება ნათელს ხდის, თუ როგორ გააუმჯობესოთ არსებითად ბიზნესის პროცესი და მოამზადოთ თქვენი კომპანია ციფრული ეპოქისათვის.

კომპანია "მაიქროსოფთი" დაარსდა 1975 წელს (Nasdaq "MSFT") და ის მსოფლიო ლიდერია  პროგრამული უზრუნველყოფის, მომსახურების და გადაწყვეტების სფეროში, რომელიც ეხმარება ადამიანებს და ბიზნესებს მათი სრული პოტენციალის რეალიზაციაში. "მაიქროსოფთ საქართველო" 2007 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია კორპორატიული კლიენტებისთვის და ფიზიკური პირებისთვის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის შეთავაზების ხელშეწყობა.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

9 საათის წინ

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167