ვლადიმერ ჯანჯღავა "ბადაგონის" თანამშრომლებს - ჩვენ ერთად გადავარჩენთ "ბადაგონს"

ვლადიმერ ჯანჯღავა "ბადაგონის" თანამშრომლებს - ჩვენ ერთად გადავარჩენთ "ბადაგონს"

ამ წერილის მიზანია, ხალხს ავუხსნათ ის რთული მდგომარეობა და კომპანია "ბადაგონის" გაკოტრების რეალური საფრთხე, რაც სალაყაიას დირექტორობის პირობებში გარდაუვალია...

მე, ვლადიმერ ჯანჯღავა ვაცხადებ, რომ ქარხანა "ბადაგონი", რომელიც ავაშენე მამაჩემის ალექსანდრე  ჯანჯღავას პატივსაცემად და მისის სახელობისაა, რომელშიც 10 წლის განმავლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელე, დღეს საფრთხეშია. ტელევიზიებსა და სოციალურ სივრცეში ვუცქერ ყოვლად აღვირახსნილ და უსამართლო კამპანიას ლოზუნგით - "გადაარჩინეთ ბადაგონი".

ვინ უნდა გადაარჩინოს ბადაგონი და ვისგან? ჩემგან, თემურ უბილავასგან თუ საქართველოს ხელისუფლებისგან?!

ამ სამარცხვინო კამპანიის ფარგლებში, ბატონი გიორგი სალაყაია კადრულობს ყველაფერს -  ტყუილს, სიყალბეს, ფაქტების დამახინჯებას...

სამწუხაროს, გიორგი სალაყაია, რომელსაც მე საწარმოს მართვის სრული სადავეები ჩავაბარე, მიმალავდა საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დღეს არსებული ვითარების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ბადაგონში“ უმძიმესი ფინანსური ვითარებაა.

მე ვიცი, რომ ქარხანაში იყო რთული პერიოდები, როდესაც თანამშრომლები ანაზრაურებას დროულად ვერ იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ საწარმო მოგებიანი არ იყო, მე ვახერხებდი თანხა ყოველთვის გამომენახა და ხელფასები გამესტუმრებინა.

ამ დროს კი ბატონი სალაყაია არაფერზე ამბობდა უარს, თავს არაფრით იზღუდავდა... ფუფუნებაში ცხოვრობდა, უძრავ ქონებას აგროვებდა და სახლებს იშენებდა...

ახლა კი თანამშრომლებს მოუწოდებს ჩაწერონ ვიდეომიმართვები, სადაც მოითხოვენ "გადამრჩენის" ხელშეუხებლობას და "ბადაგონის გადარჩენას".

დიახ, ბადაგონი დღეს ნამდვილად გადასარჩენია და სალაყაიას მმართველობისგანაა გადასარჩენი.

სალაყაიას მოღვაწეობის მიზანი წლების განმავლობაში იყო საწარმოს რეიდერული მითვისების გეგმა. მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, დიდი ოდენობის თანხები იხარჯებოდა წარუმატებელი პროექტების განხორციელებაზე და საწარმო ეწირებოდა მის გაუაზრებელ ფინანსურ პოლიტიკას. სალაყაიას ლიდერის პოზიცია სჭირდება ხელისუფლების დაშანტაჟებისთვის, რასაც ახლა სჩადის და რითიც მთავრობისგან ჩადენილი დანაშაულის ინდულგენციას ითხოვს.

როგორ შეიძლება საქართველოში დარგის ლიდერი იყოს კომპანია, რომელსაც მთელი ამ ხნის არსებობის მანძილზე 18 მილიონ ბოთლ ღვინოზე ნაკლები აქვს გაყიდული? სალაყაია თაღლითობაშია ლიდერი, და არა წარმოებაში.

ბადოგონის ყველა თანამშრომელს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. ჩვენ ერთად აღვადგენთ სამართლიანობას.

ნუ წამოეგებით სალაყაიასა და მისი თანამზრახველების შანტაჟს. ყველა აქამდე გათავისუფლებული თანამშრომელი ან ისინი, ვისაც სალაყაია ჩვენი სასამართლო განხილვის დროს გაათავისუფლებს, უსიტყვოდ იქნებიან აღდგენილი სამსახურში.

და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს ჩემს ინტერესს საწარმოს განვითარებაში.  ამ დროისთვის "ბადაგონს"  "გრაკოროსთვის" დარჩენილი აქვს  გადასახდელი ვალი - 5 მილიონი დოლარი.

მე გპირდებით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, არ ვაპირებ სასამართლოს გზით ვალის დაბრუნებას და არ ვიქნები კომპანიის გაკოტრების მონაწილე.

ჩვენი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ გულისხმობს ქარხნის ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე ცხოვრებას,  და ყველას დარწმუნებას, რომ ირგვლივ ყველა მტერია, ხოლო ერთადერთი მხსნელი ბატონი სალაყაიაა. ზუსტად ასე ხდება ახლა. გარწმუნებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

ჩვენ ერთად გადავარჩენთ "ბადაგონს"!

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

15 საათის წინ

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167