"სვანეთი ჰიდრო" ჰესებს, მესტიაჭალა 1 და მესტიაჭალა 2, წამყვან ავსტრიულ კომპანია rpGlOBAL-თან ერთად აშენებს

  • iRegions.Ge
  • 12 მარტი, 2018
  • 10:17
  • ადმინისტრატორი

კომპანია "სვანეთი ჰიდრო" დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესებს, მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე.

"სვანეთი ჰიდრო" ჰესის მშენებლობას დიდი გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანია rpGLOBAL-თან ერთად ახორციელებს, რომელსაც 30-ზე მეტი მცირე და საშუალო ჰესი აქვს აშენებული, როგორც ევროპაში ისე, ლათინურ ამერიკაში.

აღსანიშნავია, რომ ჰესი დარგში არსებული საუკეთესო ტექნოლოგიებით შენდება, მასში დამონტაჟდება მსოფლიო ლიდერი კომპანია KOSSLER-ის ტურბინები. მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2 ავსტრიული კომპანიების კონსორციუმის Convex-Hydroconsult-ის მიერაა დაპროექტებული.

"სვანეთი ჰიდრომ" კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საექსპერტო დასკვნების მოპოვების გარდა, მშენებლობის დაწყებამდე საჯარო განხილვებიც გამართა. მათ შორის მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა მესტიის თემთა საბჭოს წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც კომპანიამ გაითვალისწინა მათი მოსაზრებები და შეთავაზებები.

სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, კომპანიამ მესტიის მოსახლეობისთვის უკვე 1 მლნ ლარის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. "სვანეთი ჰიდრომ" ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციისთვის 600 000 ლარი გამოყო. კომპანია მსგავსი ტიპის სოციალურ პროექტებს მომავალშიც გააგრძელებს.

მესტიაჭალა1 და მესტიაჭალა2-ის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებული. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია.

ეკოლოგიურად უსაფრთხო მწვანე ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ისე განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა 102 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა 102 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

17 ივნისი, 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა 102 წლის ქალბატონი, ორმეთელი თამარ კუპრაძე მოინახულა, დაბადების დღე მიულოცა, ტკბილეული და 200 ლარის ოდენობით თანხა გადასცა. "დიდი მადლობა თქვენ, რომ ასე გაახარეთ მოხუცი" - გადაუხადა მერს...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186