ალიევი კვირიკაშვილს: TANAP-ის პროექტის რეალიზაცია ჩვენს თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს

ალიევი კვირიკაშვილს: TANAP-ის პროექტის რეალიზაცია ჩვენს თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას და ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს.

“პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენ სხვადასხვა სფეროში წარმატებით ვთანამშრომლობთ. მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენ 2012 წლიდან ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები მაღალ დონეზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს გლობალური მნიშვნელობის მრავალი პროექტი, მათ შორის ერთ-ერთია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ოქტომბერში ჩვენ საზეიმოდ გავხსენით. წელს კი სამხრეთის გაზის კორიდორის, TANAP-ის პროექტის რეალიზაცია ჩვენს თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ჩვენი თანამშომლობა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე წარმატებით ვითარდება და ამ წარმატებულ ნაბიჯებს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მეგობრობა და ძმობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შორის არსებული ეს თბილი ურთიერთობები მომავალშიც მოემსახურება ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის”, - მიმართა ილჰამ ალიევმა გიორგი კვირიკაშვილს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა “ზაგულბას” სასახლეში გაიმართა.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151