ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, გომბორი-ვაზიანი-თელავის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, გომბორი-ვაზიანი-თელავის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

  • iRegions.Ge
  • 12 მარტი, 2018
  • 13:27
  • ადმინისტრატორი

ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, გომბორი-ვაზიანი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. კახეთის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, გზა იწმინდება, თუმცა გომბორის უღელტეხილზე ინტესიურად თოვს, რის გამოც გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

"გარკვეული შეზღუდვები დავაწესეთ, გადაუღებლად თოვს და ყინავს. გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ ზამთრის საბურავების და მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვების მქონე ავტომობილებს. ჩვენის მხრივ იწმინდება გზა, ვაყრით მარილს. გაუჩერებლად ვმუშაობთ", - განაცხადა კახეთის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა 102 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა 102 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

17 ივნისი, 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა 102 წლის ქალბატონი, ორმეთელი თამარ კუპრაძე მოინახულა, დაბადების დღე მიულოცა, ტკბილეული და 200 ლარის ოდენობით თანხა გადასცა. "დიდი მადლობა თქვენ, რომ ასე გაახარეთ მოხუცი" - გადაუხადა მერს...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186