ეროვნული ლიგა 1: "საბურთალო" ლიდერია, დვალი და მუჯრიშვილი - მატჩის გმირები

ეროვნული ლიგა 1: "საბურთალო" ლიდერია, დვალი და მუჯრიშვილი - მატჩის გმირები

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის მეორე ტური საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

მეორე ტური გორის „დილასა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის დაპირისპირებით გაიხსნა.

შეხვედრაში ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 69-ე წუთზე „ჩიხურა“ გიორგი გაბედავამ დააწინაურა, ზუსტად 5 წუთსი კი ნოდარ ქავთარაძემ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

ტურის ცენტრალური მატჩი, ორ ჩემპიონს „რუსთავსა“ და „ტორპედოს“ შორის, სტუმართა გამარჯვებით - 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი, მე-5 წუთზე, გიორგი კუხიანიძემ გაიტანა და მოქმედ ჩემპიონს პირველი სამი ქულა მოუტანა.

დაახლოებით სეზონის პირველი მატჩის სცენარის მსგავსად წარიმართა დაპირისპირება „კოლხეთსა“ და „საბურთალოს“ შორის. ფოთელები მე-20 წუთზე, 11-მეტრიანით ლაშა გოგონაიამ დააწინაურა. საბურთალოელებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით წააგეს, როგორც „სიონთან“, თუმცა პირველი ნახევრის შემდეგ გია ჭიაბრიშვილის გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა და მოწინააღმდეგე 1:4 გაანადგურა. გოლები გორგიაშვილმა, კოხრეიძემ, რეხვიაშვილმა და ტატანაშვილმა მიითვალეს.

საინტერესო გამოდგა დედაქალაქური დერბი „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შორის. „ლოკომოტივი“ 21-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ დააწინაურა, პირველი ტაიმის მიწურულს კიტეიშვილმა წონასწორობა აღადგინა, 44-ე წუთზე კი ივანიშვილმა კახა კაჭარავას გუნდი წინ გაიყვანა.

„რკინიგზელებმა“ შეხვედრაში მეტი დასამახსოვრებელი ვეღარაფერი გააკეთეს. „დინამომ“ კი მეორე ნახევარშიც ორჯერ აიღო მეტოქის კარი და პირველი სამი ქულა მოიპოვა მიმდინარე სეზონში. „ლოკომოტივი“ „კოლხეთთან“ ერთად გასავარდნ ზონაში იმყოფება და ორი ტურის განმავლობაში ქულის აღებაც ვერ მოახერხა.

მეორე ტურის ყველაზე დაძაბული და გამორჩეული შეხვედრა „სამტრედიასა“ და „სიონს“ შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩატარებული თამაშებიდან ეს თამაში ნამდვილად საუკეთესო იყო. ტემპი, დაძაბულობა, საგოლე მომენტები - ეს ყველაფერი დაპირისპირებას სანახაობრივს ხდიდა.

ბოლნისელთა მიერ, პირველ ტურში ძალიან ცუდად ნაჩვენები სათამაშო ხარისხის შემდეგ, ამ წყვილში ფავორიტად „სამტრედია“ მიიჩნეოდა, თუმცა, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა მოწინააღმდეგეს ტოლი არ დაუდო და უფრო მეტიც, დაამტკიცა, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ხელწამოსაკრავი არავისთვის იქნება. პირველ ნახევარში გულვერდ თომაშვილმა ალბათ, 1000%-იანი საგოლე შანსი ვერ გამოიყენა, რომლის ვერგამოყენებაც უფრო შეუძლებელი იყო კარის ხაზთან წინ მარტოდ დარჩენილისთვის, ვიდრე აცილება, თუმცა ბოლნისელთა მცველმა თავით ბურთი კარს ააცილა, დვალს კი მოწინააღმდეგემ აჯობა და გატანა არ დაანება.

ამავე დაპირისპირებაში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, სათამაშო ეპიზოდში უმძიმესი ტრავმა მიიღო სამტრედიელთა ლეგიონერმა მაიკლ ოლტაინმა, რომელმაც მეკარე მუჯრიშვილთან ორთაბრძოლისას ფეხი მოიტეხა და 38-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა.
მეორე ტაიმი ახალი განახლებული იყო, როდესაც „სიონის“ კაპიტანმა და ბომბარდირმა ჯაბა დვალმა „სამტრედიას“ კარი აიღო და გუნდი წინ გაიყვანა.

61-ე წუთზე, ივან ფატიჩმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, მას მუჯრიშვილმა აუღო და შეხვედრის გმირად იქცა დვალთან ერთად.

ამრიგად, „სიონმა“ 3 ქულა ძალიან სანახაობრივ შეხვედრაში მოიპოვა და 3 ქულით გასავარდნი ზონის წინ იმყოფება.

ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ცხრილს „საბურთალო“ ჩაუდგა, რომელიც ერთდერთია, რომელმაც ორიდან ორივე თამაში მოიგო.

მომდევნო ტურის შეხვედრები 16, 17 და 18 მარტს გაიმართება.

16 მარტი

დინამო თბ - სამტრედია

ტორპედო - ლოკომოტივი

17 მარტი 

ჩიხურა - რუსთავი

18 მარტი 

სიონი - კოლხეთი

საბურთალო - დილა

ფოტო: სიონის პრესსამსახური

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

9 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167