ნინო გოგუაძე: ოკუპანტთან ასეთი ტონით ლაპარაკი არის უთავმოყვარეობა

ნინო გოგუაძე: ოკუპანტთან ასეთი ტონით ლაპარაკი არის უთავმოყვარეობა

ნინო გოგუაძემ, „თავისუფალ დემოკრატების“ წევრმა, პრემიერმინისტრის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, რომელშიც პრემიერმა აღნიშნა, რომ მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან. გოგუაძემ ამასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ დამპყრობელთან და მტერ სახელმწიიფოსთან ასეთი ტონით ლაპარაკი უთავმოყვარეობა და სიბრიყვეა.

„სახიფათო განცხადება, პირდაპირ ვიტყვი მე, და ეს არ შეეხება მარტო ამ კონტექსტს. საერთოდ, ასეთი ტონით ლაპარაკი მტერ სახელმწიფოსთან, ოკუპანტთან არის უთავმოყვარეობა და რუსეთთან დაკავშირებით გონივრულობაზე, ჰუმანურობაზე ლაპარაკი, სულ მცირე, თვალთმაქცობა მგონია. გარდა ამისა, როდესაც ხშირად ლაპარაკობენ ერთმორწმუნე რუსეთია და რა ერთმორწმუნეობაზე  ვლაპარაკობთ, როდესაც ანტიკური ტრაგედია ვითარდება ჩვენს თვალწინ თებეში ვართ, სოფოკლეს ტრაგედია ვითარდება, როდესაც ცხედარი დააპატიმრეს და სჯიან ცხედარს და მისი დასაფლავების უფლებას არ აძლევენ ჭირისუფლებს, ოჯახს და მთელი საქართველო ჭირისუფალი ვართ, რა თქმა უნდა. ამ დროს, როდესაც ასეთი ტონით ელაპარაკები, დამპყრობელს, მტერ სახელმწიფოს სულ ძალიან ევფემიზმი, რომ ვიხმარო, ეს არის უთავმოყვარეობა და სიბრიყვე, უფრო მკაცრი შეფასება არ მინდა გავაკეთო. გარდა ამისა, ეს განცხადება ძალიან ბევრ კონკრეტულ სახიფათო მომენტს და მინიშნებას მოიცავს"- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
 
ასევე, ნინო გოგუაძემ, აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა. ეს ურთიერთობა ქართველებმა გაწყვიტეს, რადგან რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება და სწორედ რუსეთმა აწარმოა ომი საქართველოსთან.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა და განაცხადება გაავრცელა.
წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151