პატრიარქი: მინდა გთხოვოთ ყველას, ილოცეთ ევდოკიასთვის

პატრიარქი: მინდა გთხოვოთ ყველას, ილოცეთ ევდოკიასთვის

"მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ილოცეთ ევდოკიასთვის, მას არავინ აღარ დარჩა, არც შვილები, არც შვილიშვილები, სამივე, მისი ქმარიც და შვილებიც დაიხოცნენ ომის დროს", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ბრძანა.

"მე მახსენდება მეორე ომის პერიოდი, როცა ხალხს ძალიან უჭირდა. ქალბატონი, რომელსაც ჰყავდა ოჯახი, ქმარი და 2 შვილი - ბიჭი და გოგო, სამივე ქმარიც და შვილებიც, წაიყვანეს ომში და დარჩა დედა უპატრონოდ. მოდიოდა ჩვენს სახლთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და გვიამბობდა თავის წარსულს. უჭირდა. მახსოვს, მიუხედავად გაჭირვებისა, არასდროს არ განიცდიდა ამ გაჭირვებას, პირიქით, უნდოდა რაღაც სიამოვნება მოეტანა სხვებისთვის და ამბობდა, შენი ჭირიმეო, ამას ვერ ამბობდა კარგად და ამბობდა შენ ჭირიმენი და იწყებდა ცეკვას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გაჭირვება იყო, ცეკვას იწყებდა, გვაჩვენებდა ჩვენ, რომ არ განიცდიდა. მისი სახელია ევდოკია.

მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ილოცეთ ევდოკიასთვის, მას არავინ აღარ დარჩა, არც შვილები, არც შვილიშვილები, სამივე, მისი ქმარიც და შვილებიც დაიხოცნენ ომის დროს", -ბრძანა პატრიარქა.

ილია მეორემ ასევე ქადაგებისას განაცხადა: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, ღმერთი აძლევს ძალას".

 

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

1 საათის წინ

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151