პარლამენტის წევრებმა პროექტ "წარმატებული ემიგრანტი ქალი-2018" დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის წევრებმა პროექტ "წარმატებული ემიგრანტი ქალი-2018" დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“-ს პროექტის „წარმატებული ემიგრანტი ქალი“ დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დაცვისა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისათვის 16 ემიგრანტი ქალი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან დააჯილდოვეს.

პრიზები გადაეცა ემიგრანტ ქალბატონებს, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიების გამო ჩამოვიდნენ. გამარჯვებულები უცხოეთში არსებულმა ქართულმა სათვისტომოებმა და დიასპორულმა ორგანიზაციებმა შეარჩიეს იმ მიღწევების მიხედვით, რასაც მათ უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მიაღწიეს.

ნომინანტებს პარლამენტის სახელით პრიზები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ გადასცეს.

„წელს, ჩვენ, პირველად ყველა ნომინანტს, რომელიც დღეს აქ გამოვლინდა, პარლამენტის სახელით მადლობის სიგელი გადავეცით იმ განსაკუთრებული ღვაწლისთვის, რომელსაც ისინი ქართული დიასპორის საკეთილდღოდ უცხოეთის ქვეყნებში ეწევიან და ჩვენ მათ მხარდაჭერას გავაგრძელებთ“,-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ კონსტიტუციის ახალ რედაქციში არსებულ ჩანაწერზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უმნინელოვანესი ჩანაწერით, რომელიც პირველად გაკეთდა კონსტიტუციაში, დიასპორაზე და ქართულ ემიგრაციაზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება გახდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები უცხოეთიდან.

პროექტის – „წარმატებული ემიგრანტი ქალები“ კვირეული პარლამენტში დაიწყო. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირეძემ მიიღო და საპატიო სიგელები გადასცა . ქალბატონებს ქალაქ თბილისის საკრებულომ, საქართველოს საპატრიარქომ და უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლეს, ასევე, გამრეკელის გალერეაში გაიმართა ემიგრანტი ქალების ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიების ორგანიზატორები დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ იყვნენ.

წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია საქართველოში უკვე მესამედ ტარდება, ორგანიზატორების განცხადებით, ის ტრადიციული გახდა და ყოველ წელს ჩატარდება.

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

1 საათის წინ

ეს პროცედურა მას შემდეგ განხორციელდება, რაც პარლამენტი ფორმალურად მთავრობის შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.  კერძოდ, მას შემდეგ რაც, დღეს არსებულ სამთავრობო სტრუქტურით, კაბინეტის წევრთა ფორმალურ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186