მეუფე შიო: აბორტი ნატურალური ფაშიზმია, წელიწადში 40 ათას ბავშვს ვკლავთ

მეუფე შიო: აბორტი ნატურალური ფაშიზმია, წელიწადში 40 ათას ბავშვს ვკლავთ

ამის შესახებ მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი, რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვსაუბრობთ, როცა წელიწადში 40 ათასი ბავშვი იკვლება ჩვენს მიერ (არაოფიციალურად) თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს ეს ადის 100 ათასზე.

ჩვენ ამას სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდროს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი", - განაცხადა მეუფე შიომ. 

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა 2018 წლის 8 მარტს გაიმართა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და მისი უწმიდესობის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. უწმიდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვ.

კათოლიკოს-პატრიარქმა მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ სამღვდელოებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებული შრომა დადებით შედეგს გამოიღებს.

ფსიქოლოგებთან შეხვედრის ჩანაწერს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" ავრცელებს. 

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167