რაგბი ევროპა: პრინციპული დაპირისპირება რუსეთთან საქართველომ  9:29 მოიგო

რაგბი ევროპა: პრინციპული დაპირისპირება რუსეთთან საქართველომ 9:29 მოიგო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, რუსეთის წინააღმდეგ, დამაჯერებლად - 9:29 მოიგო და წაუგებლად ასპარეზობას აგრძელებს. 

პირველი ტაიმის სტარტზე რუსები საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა მალევე ნარიაშვილმა ლელო დადო და მატიაშვილმა გარდასახა. მილტონ ჰეიგის შეგირდები წინ გავიდნენ, თუმცა ორი საჯარიმოს ხარჯზე რუსებმა პირველი ნახევრის მოგება ორ-ქულიანი სხვაობით მოახერხეს.

მეორე ნახევარი კი ქართველი მორაგბეების სრული უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა ვერცერთი ქულის აღება ვეღარ მოახერხეს, ასეიშვილმა, გაჩეჩილაძემ და კვირიკაშვილმა კი ლელოებით სოლიდური უპირატესობა მოუპოვეს გუნდს. მხოლოდ კვირიკაშვილმა ვერ მოახერხა ბოლო ლელოს გარდასახვა, სხვა შემთხვევებში კი ბორჯღალოსნები ზუსტები იყვნენ.

9:29 - ისტორიული დაპირისპირება კვლავ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 

შემდეგ შეხვედრას, ბორჯღალოსნები 18 მარტს, "დინამო არენაზე", რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

8 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167