კალიფორნიაში ვეტერანთა სახლზე თავდასხმა განხორციელდა - დაღუპულია 4 ადამიანი

კალიფორნიაში ვეტერანთა სახლზე თავდასხმა განხორციელდა - დაღუპულია 4 ადამიანი

კალიფორნიის ქალაქ იონტ-ვილში ვეტერანთა სახლზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევის შედეგად, ეჭვმიტანილმა მძევლები აიყვანა. დაიღუპა სამი პირი,- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ABC- ი სიტუაციასთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეჭვმიტანილი დაიღუპა, მისი სიკვდილის მიზეზები დგინდება. სამართალდამცავმა ორგანოებმა და FBI-ს თანამშრომლებმა ვეტერანთა სახლს გარე შემოარტყეს", -განუცხადა არხს წყარომ.
სამივე დაღუპული მძევალი ქალია. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია Reuters პოლიციაშიც დაუდასტურეს. სამართალდამცავების განცხადებით, ყველა დაღუპული დაწესებულების თანამშრომელი იყო.

კალიფორნიის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.
" ძალიან ვწუხვართ, რომ ვეტერანთა სახლში საშინელი ძალადობა მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა,"- განაცხადა მან.
უცნობი მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, ვეტერანთა სახლს 10 მარტს დაესხა თავს. დაწესებულებას დაახლოებით 1 ათასი ადამიანი ჰყავს და ერთ-ერთი უდიდესია ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამოცემა Napa Valley Register-ის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 36 წლის მამაკაცია, რომელსაც გადატანილი ემოციური ტრავმის გამო, ე.წ ომის დინდრომი აწუხებდა. შემთხვევის შედეგად, ის დაიღუპა.
 

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151