რაგბი ევროპა: პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო რუსეთთან მარცხდება

რაგბი ევროპა: პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო რუსეთთან მარცხდება

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, გასვლაზე რუსეთთან, პირველი ტაიმის შემდეგ ორ-ქულიანი სხვაობით მარცხდება. 

მასპინძლები საჯარიმოთი მატჩის მე-16 წუთზე დაწინაურდნენ. რუსების სამ ქულას 24-ე წუთზე საქართველომ ნარიაშვილის ლელოთი უპასუხა, რომლის გარდასახვაც მათიაშვილს არ გასჭირვებია - 3:7.

რუსებმა სხვაობის შემცირება ისევ საჯარიმოთი შეძლეს, პირველი ტაიმის მიწურულს კი ისევ საჯარიმოთი ორი ქულით წინ გავიდნენ - 9:7.

რაგბი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ქართველი მორაგბეები ჯერ არ დამარცხებულან. 

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

9 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167