აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილე: აშშ-ს ხელისუფლება რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს

აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილე: აშშ-ს ხელისუფლება რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს

აშშ-ს ხელისუფლება რუსეთზე ზეწოლას კვლავ გააგრძელებს. ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სიგალ მანდელკერმა განაცხადა.

"ჩვენ განსაკუთრებით ვართ ორიენტირებული რუსეთზე ზეწოლისთვის მისი უწყვეტი მცდელობის გამო, მოახდინოს უკრაინის დესტაბილიზაცია, გააგრძელოს ყირიმის ოკუპაცია, ჩაერიოს არჩევნებში. ასევე, მისი სისტემური კორუფციისა და ადამიანის უფლებათა გათელვის გამო. ჩვენ კონგრესს, სანქციათა კანონის 241-ე მუხლის თანახმად, გადავეცით მკაფიო სია რუსეთის ფედერაციაში უმაღლესი პოლიტიკური პირების და ოლიგარქების შესახებ. ეს ფართომასშტაბიანი მოხსენება, რომელიც დაზვერვის საზოგადოებასთან, მათ შორის, ჩვენი დაზვერვის და ანალიზის ოფისთან იყო კოორდინირებული, შეიცავს შეფასებას, სამომავლოდ გამიზნული სანქციებისთვის,“ - განაცხადა სიგალ მანდელკერმა.

აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი სანქციები 100-მდე პირსა და ორგანიზაციას ეხება. მანდელკერის თქმით, ეს მხოლოდ იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა.

მან ასევე გაიხსენა, რომ ე.წ. კრემლის ანგარიშში - რუსი პოლიტიკოსები, უმაღლესი რანგის ხელმძღვანელები, ბიზნესმენები და ოლიგარქები არიან. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, სიის ანალიზი მოხდება, რათა "მომავალში მიზნობრივი სანქციები " დაწესდეს.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151