პატრიარქი: ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას

პატრიარქი: ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას

"მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ", - ბრძანა პატრიარქმა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა 2018 წლის 8 მარტს გაიმართა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და მისი უწმიდესობის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. უწმიდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვ.

კათოლიკოს-პატრიარქმა მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ სამღვდელოებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებული შრომა დადებით შედეგს გამოიღებს.

ფსიქოლოგებთან შეხვედრის ჩანაწერს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" ავრცელებს. 

 ნოდარ ჩაჩუა: გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა, ჩემი სახლიდან მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ

ნოდარ ჩაჩუა: გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა, ჩემი სახლიდან მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ

1 საათის წინ

"პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა:)) მადლობა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის წყალობითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237