პატრიარქი: დღევანდელი მდგომარეობა მთიდან დაგორებულ ლოდს ჰგავს, რომელსაც ვეღარ გააჩერებ

პატრიარქი: დღევანდელი მდგომარეობა მთიდან დაგორებულ ლოდს ჰგავს, რომელსაც ვეღარ გააჩერებ

"ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა", - ბრძანა პატრიარქმა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა 2018 წლის 8 მარტს გაიმართა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და მისი უწმიდესობის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. უწმიდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვ.

კათოლიკოს-პატრიარქმა მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ სამღვდელოებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებული შრომა დადებით შედეგს გამოიღებს.

ფსიქოლოგებთან შეხვედრის ჩანაწერს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" ავრცელებს. 

1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

2 საათის წინ

მათი ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან მაშველების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს. გარდა ამისა, ნასვამ მდგომარეობაში შედიან წყალში, რაც მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება. 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207