თეთრი სახლი კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრისთვის პირობებს ასახელებს

თეთრი სახლი კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრისთვის პირობებს ასახელებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს იმ შემთხვევაში არ შეხვდება, თუ ფხენიანი ბირთვული იარაღის არსენალის შემცირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა. 

"მათ სერიოზული განცხადებები გააკეთეს და ბირთვული იარაღის განიარაღების პირობა დადეს, ასევე პირობა დადეს, რომ შეაჩერებდნენ ბირთვულ და სარაკეტო ტესტების ჩატარებას...ჩვენ არ ვაპირებთ შეხვედრას, სანამ ვხედავთ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის რიტორიკას შეესაბამება“,-განაცხადა მან.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, აშშ-ის მთავრობა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლის მოხდენას გააგრძელებს. 

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის დელეგაციის მეშვეობით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უახლოეს მომავალში შეხვედრა შესთავაზა.როგორც სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩონ იი იონმა განაცხადა, ტრამპმა შეთავაზება მიიღო. 

სამხრეთ კორეის დელეგაციის განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ, თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის თაობაზე წინადადება მიიღო. თუმცა, შეხვედრის ადგილი და დრო მოგვიანებით გასაჯაროვდება. 
"ჩვენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან უმოკლეს ვადებში დენუკრეალიზაციას ველით. ჯერჯერობით, სანქციები და მაქსიმალური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს ", - განაცხადა თეთრმა სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151