პარლამენტში "თავდაცვისა და უსაფრთხოების ზედამხედველობის შესახებ" სემინარი გაიმართა

პარლამენტში "თავდაცვისა და უსაფრთხოების ზედამხედველობის შესახებ" სემინარი გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით პარლამენტში "თავდაცვისა და უსაფრთხოების ზედამხედველობის შესახებ" სემინარი გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი მიესალმა, რომელმაც უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს კონტროლი ერთ-ერთი ის უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელზეც პარლამენტი ინტენსიურად მუშაობს. მისი განცხადებით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას ითვალისწინებს კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომლის მესამე მოსმენით მიღება თვის ბოლოსთვის იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებები კი თავის მხრივ, პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის მომზადებას ითვალისწინებს, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი მიღება ნოემბერში, კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მოხდება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროზე დემოკრატიული ზედამხედველობის მნიშვნელობაზე და ზედამხედველობის პროცესში პარლამენტის როლზე ისაუბრა. მან მონაწილეებს საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის არსებული მექანიზმები, მისი გაუმჯობესების კუთხით დღემდე გადადგმული ნაბიჯები გააცნო და ხაზი გაუსვა ახალი კონსტიტუციის შესაბამისად ამ მექანიზმების შემდგომი დახვეწის საჭიროებას.

განსახილველ თემასთან დაკავშირებით სემინარზე დისკუსია გაიმართა. უცხოელმა სტუმრებმა და უსაფრთხოების ექსპერტებმა საკუთარი მოსაზრებები და კონკრეტული რეკომენდაციები წარმოადგინეს. საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტურ ინსტრუმენტებზე და ლატვიის რესპუბლიკის გამოცდილებაზე ისაუბრა ლატვიის სეიმის წარმომადგენელმა, ვეიკო სპოლიტიმ. მან როგორც ლატვიის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ზედამხედველობის მექანიზმების და მათი შესაძლო შედეგების ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა და ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. სემინარი, რომელიც ორი სესიის ფორმატში წარიმართა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის, დევიდ ჰოვარტის გამოსვლით დასრულდა. გამომსვლელებმა საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში ოპოზიციის ჩართულობასა და მის როლზე ისაუბრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
 

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

1 საათის წინ

ეს პროცედურა მას შემდეგ განხორციელდება, რაც პარლამენტი ფორმალურად მთავრობის შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.  კერძოდ, მას შემდეგ რაც, დღეს არსებულ სამთავრობო სტრუქტურით, კაბინეტის წევრთა ფორმალურ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186