"Maison Boutique Hotel"-ში 3,5 მლნ ლარზე მეტი ესპანური და გერმანული ინვესტიცია განხორციელდა

"Maison Boutique Hotel"-ში 3,5 მლნ ლარზე მეტი ესპანური და გერმანული ინვესტიცია განხორციელდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ესპანელმა ბიზნესმენმა ალეხანდრო პასტრანა-მოლერომ თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე მაღალი კლასის ბუტიკ-ჰოტელი Maison Boutique Hotel საზეიმოდ გახსნეს.

სასტუმროს გახსნას ასევე დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს სასტუმროს ინტერიერი და ნომრები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულმა იტალიელმა არქიტექტორმა ჰემბერტ პენარანდამ დააპროექტა. უშუალოდ სასტუმროს შენობა მე-19 საუკუნეში აგებული კულტურული ძეგლს წარმოადგენს, რომლის ფასადიც აღნიშნული ეპოქის შესაბამისად იქნა შენარჩუნებული.

სასტუმროში, რომელიც ამჟამად 14 - ნომრიანია, 3,5 მლნ ლარზე მეტი ესპანური და გერმანული ინვესტიცია განხორციელდა. სამომავლოდ იგეგმება დამატებით 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და სასტუმროს 25 ნომრამდე შევსება, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზის, აუზის, სპა-ცენტრის და რესტორნის დამატება.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

4 საათის წინ

თუ რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე, ამ დროისთვის უცნობია. როგორც პარტიაში ჟურნალისტებს განუცხადეს, პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186