კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალთა რესოციალიზაციას მრგვალი მაგიდა მიეძღვნა

კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალთა რესოციალიზაციას მრგვალი მაგიდა მიეძღვნა

ყოფილ პატიმარ ქალთა რესოციალიზაცია და მათი მხარდაჭერა - ამ თემაზე იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ კანონთან კონფლიქტში მყოფ ძალადობის მსხვერპლ ქალთა რესოციალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ისაუბრა. 

ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მიმდინარეობასა და შედეგებს. კონფერენციის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სერვისების შესახებაც, რომლითაც პროგრამის ბენეფიციარი ქალები სარგებლობენ. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების“ ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი იყო მსჯავრდებული და ყოფილი მსჯავრდებული ქალების გაძლიერება, მათთვის განკუთვნილი სერვისების ხელმისაწვდომობა და საზოგადოებაში რესოციალიზაცია.

კონფერენცია ქალთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ ჩაატარა. მრგვალ მაგიდაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის დასასრულს მსჯავრდებულ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიამართა. გამოფენა გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით მოეწყო.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პირველ სახელმწიფო პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. 

ამის შესახებ ინფორმაციას "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ავრცელებს.

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

12 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151