კიევში, სააკაშვილის მომხრეებმა, პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს

კიევში, სააკაშვილის მომხრეებმა, პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს

კიევში, ტარას შევჩენკოს სახელობის ბაღში ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა მიტინგი მოაწყვეს. მათი მოთხოვნა პოროშენკოს გადადგომა იყო.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიტინგზე დაახლოებით 200 ადამიანი იყო, მათ შორის ნაციონალისტები და ვეტერანული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მომიტინგეები პარკში ქვეყნის პრეზიდენტს ელოდნენ, ვინაიდან 9 მარტი ტარას შევჩენკოს დაბადების დღეა და იგი ტრადიციულად, პარკში მისი მემორიალის ყვავილებით შესამკობად მიდის.

მოგვიანებით მომიტინგეებს ნაწილი გამოეყო. ისინი რადას დეპუტატთან იულია ლევჩენკოსთან შესახვედრად წავიდნენ, რომელიც საავადმყოფოში მას მერე მოხვდა, რაც იგი უცნობმა პირებმა სცემეს.

დაახლოებით იმავე დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოროშენკო პარკში არ მივიდოდა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა თებერვლის შუა რიცხვებში ჩამოართვეს. იგი მიგრაციის კანონის დარღვევის გამო პოლონეთში გაადეპორტეს, საიდანაც ნიდერლანდებში  გაემგზავრა. პოლიტიკოსს ქვეყანაში შესვლა სამი წლით აეკრძალა.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151