ლავროვი: ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

ლავროვი: ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

"აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ჩვენ მხოლოდ დღეს შევიტყვეთ ამ შეთანხმების შესახებ. იმედია, იგი განხორციელდება. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, რათა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს", - აცხადებს მინისტრი.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეის სამიტის ჩატარების შესახებ შეთანხმება, რომელსაც სეულმა და ფხენიანმა მიაღწიეს, ეს ზუსტად ის არის, რისკენაც რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა მოუწოდებდა იმ დაძაბულობის განეიტრალებისკენ, რომელიც კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებულ სიტუაციას ეხება, კერძოდ ბირთვული იარაღის საკითხებს.

9 მარტს Bloomberg-მა აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. შეხვედრის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

8 წუთის წინ

კერძოდ, სანქციები ევროკავშირში ყირიმიდან და სევასტოპოლიდან შემოსული პროდუქტის იმპორტს კრძალავს. დოკუმენტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს ნახევარკუნძულზე ეკონომიკასა და ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას. როგორც...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186