მედია გერმანიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობას ასახელებს

მედია გერმანიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობას ასახელებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰეიკო მაასი იქნება,-ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.

2013 წლიდან, მაასი გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრია(SPD), ასევე იყო იუსტიციის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელი.
გერმანიის ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ ის ახალ მთავრობაში არ შევა.

ამა წლის 26 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოფიციალურად დაასახელა იმ კანდიდატთა სია, რომლებიც კოალიციურ მთავრობაში იქნებიან. ერთადერთი მოქმედი მინისტრი, რომელიც თანამდებობას შეინარჩუნებს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლიაენია.

ერთადერთი მოქმედი მინისტრი, რომელიც თანამდებობას შეინარჩუნებს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლიაენია.

გერმანიის კანცლერი გეგმავს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელად, მისი ერთ-ერთ ყველაზე ერთგული მოკავშირე, პიტერ ალტმაიერი დანიშნოს. ამავდროულად, კანდიდატთა სიაში შედის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი: იენს შპანი, რომელიც სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სათავეში ჩაუდგება მერკელის მოადგილე, CDU-ს ხელმძღვანელი იულია კლეკნერი, განათლების სამინისტროს- ანია კარლიჩეკი უხელმძღვანელებს. 

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

7 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167