2017 წელს კულტურის მინისტრის მოადგილეების ანაზღაურებამ 285 000 ლარზე მეტი შეადგინა

2017 წელს კულტურის მინისტრის მოადგილეების ანაზღაურებამ 285 000 ლარზე მეტი შეადგინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებს (4 მოადგილეს)2017 წლის განმავლობაში ჯამში 285 750 ლარის რაოდენობის ანაზღაურება აქვთ აღებული, - ამის შესახებ "აიპრესს" კულტურის სამინისტროდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრის პირველ მოადგილეს კახი კანდელაკს ანაზღაურების სახით აღებული აქვს 75 750 ლარი, ამ მხრივ მისი ანაზღაურება უფრო მაღალი იყო, ვიდრე მისი უშაუალო ხელმძღვანელის, კულტურის მინისტრის ანაზღაურება, რომელმაც 75 000 ლარი შეადგინა. კანდელაკის ყოველთვიური ხელფასი და დანამატი იდენტური იყო და შეადგენდა 2950-2950 ლარს. თუმცა, იყო მცირე გამონაკლისებიც. კერძოდ, სექტემბერში მისი ხელფასი განისაზღვრა 3 218 ლარით, ოქტომბერში კი  2 682 ლარი. რაც შეეხება პრემიას აპრილში, სექტემბერში 1000-1000 ლარის რაოდენობის პრემია აიღო, ხოლო დეკემბერში 2 950 ლარის რაოდენობის.

მინისტრის მოადგილეებს - გიორგი ბაქრაძესა და ლევან ხარატიშვილს თანაბარი რაოდენობის ანაზღაურება აქვთ აღებული - 70 000 ლარი. მათი ხელფასი და დანამატი ყოველთვიურად შეადგენდა 2 720-2 720 ლარს. რაც შეეხება პრემიას, მათ წლის განმავლობაში სამჯერ აქვთ აღებული პრემია აპრილსა და სექტემბერში 1000-1000 ლარის ოდენობით, ხოლო დეკემბერში 2 720 ლარის ოდენობით

კულტურის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს 2017 წლის განმავლობაში 70 000 ლარის რაოდენობის ანაზღაურება აქვს აღებული. მისი ხელფასი და დანამატიც ერთნაირი იყო და შეადგენდა 2 720 ლარს, თუმცა იყო მცირე გამონაკლისებიც: ივლისში მას ხელფასის სახით აღებული აქვს 3 833 ლარი, ხოლო აგვისტოში 1 607 ლარი. რაც შეეხება პრემიას, მასაც სამჯერ აქვს აღებული და მისმა პრემიამაც 1000-1000 ლარი შეადგინა აპრილსა და სექტემბერში, ხოლო დეკემბერში 2 720 ლარი. 

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151