კვლევა: ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიასა და აჭარაშია

კვლევა: ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიასა და აჭარაშია

ქალთა მიმართ ძალაობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურისა და აჭარაში ფიქსირდება. ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ევროკავშირის ერთობლივად ჩატარებულ კვლევაში- "ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017"-ია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, გურიაში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის 1%,  ფიზიკური - 3%; ემოციური -4%; ნებისმიერ სახის - 5% ფიქსირდება. 


აჭარაში ქალთა მიმართ  სექსუალური ძალადობის - 1%; ფიზიკური - 3%; ემოციური -6% ნებისმიერ სახის - 6% ფიქსირდება. 

ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე-ჯავახეთშია. 

კვლევის თანახმად, თბილისში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის 4%, ფიზიკური - 8%; ემოციური -20; ნებისმიერ სახის - 20% ფიქსირდება.


სამცხე-ჯავახეთში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის - 1%; ფიზიკური - 7%; ემოციური -21% ნებისმიერ სახის - 21% ფიქსირდება.

კვლევის შერჩევის ჩარჩოდ გამოყენებულ იქნა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემთა ბაზა.

კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუების მეშვე­ობით. საქართველოს მასშტაბით შერჩეული საველე პერსონალის რაოდენობამ შეადგინა 181 ადამიანი, მათ შორის 22 რეგიონული ზედამხედველი და 159 ინტერვიუერი. საველე სამუშაოები დაიწყო 2017 წლის 14 აგვისტოს და დამთავრდა 2017 წლის 29 სექტემბერს. მთლიანობაში, კითხვარი შეავსო 15-დან 64 წლის ასაკის 6006-მა ქალმა და 1601-მა კაცმა.

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

9 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151