პატრიარქის მდივანი: ყოველ წუთს ველოდებით ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების დრო შეგვატყობინონ

პატრიარქის მდივანი: ყოველ წუთს ველოდებით ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების დრო შეგვატყობინონ

"ყოველწუთიერად ველოდებით, შეგვატყობინონ დრო, როდის მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა, ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაავშირებით საუბრისას განაცხადა. 

"დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია, ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით და ყოველწუთიერად ველოდებით, შეგვატყობინონ დრო, როდის მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება საქართველოში. მთავრობის წევრების განცხადებებიც მოვისმინე და ჩვენეული ინფორმაციებიც. მგონი, ამ კვირის ბოლო, ყველაზე ბოლო ვადად არის დასახელებული“, - განაცხადა პატრიარქის მდივანმა "ტვ პირველის“ ეთერში.

ცხინვალის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი სამხედროს ცხედრის ოკუპირებული ცხინვალიდან საკუთარ სახლში გადმოსვენებას კვლავ უშედეგოდ ითხოვს, თუმცა კონკრეტული თარიღი ამასთან დაკავშირებით, ტატუნაშვილებისთვის ისევ უცნობია.

სუს-ის ცნობით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.  საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

1 საათის წინ

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151