ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის დირექტორის ხელფასი 880 ლარით გაიზარდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის დირექტორის ხელფასი 880 ლარით გაიზარდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის "ევრაზიის" სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის" დირექტორის გიორგი ცაგარელის ხელფასი მიმდინარე წელს 880 ლარით არის გაზრდილი. 

ეს ინფორმაცია "აიპრესს" სსიპ-ის წარმომადგენლებმა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. 

 მთლიანობაში მისმა ანაზღაურებამ მოთხოვნილ პერიოდში - 26 თვეში 102 118 ლარი შეადგინა.ჩვენ ვითხოვდით სამინისტროს, მისი სსიპ-ებისა და აიპ-ების ხელმძღვანელი პირების ანაზღაურებას 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე. გიორგი ცაგარელის ხელფასი 2016-2017 წლებში 3 280 ლარი იყო, ხოლო მიმდინარე წელს 4 160 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ იგი დანამატს არც 2016-17 წლებში იღებდა და არც ახლა იღებს. 

ჯამში 2016 წელს აღებული აქვს 39 360 ლარის ოდენობის ხელფასი. ამდენივეა მისი ხელფასი 2017 წელს, ხოლო 2018 წლის გასულ 2 თვეში 8 320 ლარის ხელფასი.

რაც შეეხება პრემიას, მას 2016 წელს აღებული აქვს 8 528 ლარის ოდენობის. კერძოდ, მას აღებული აქვს მარტში - 1 640 ლარის ოდენობის, აპრილში 2 296 ლარის ოდენობის, აგვისტოში 2 952 ლარის ოდენობის, ხოლო სექტემბერში 1 640 ლარის. 2017 წელს მისმა პრემიამ 6 560 ლარი შეადგინა. მას გასულ წელს პრემია ორჯერ აქვს აღებული - აპრილსა და დეკემბერში - 3 280- 3 280 ლარის ოდენობით. მიმდინარე წელს მას პრემია არ აუღია. 

როგორც აღვნიშნეთ, 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე მას დანამატი არ აუღია.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151