კახა კალაძე: 120 სამშენებლო ობიექტს სამუშაო პროცესი შევუჩერეთ

კახა კალაძე: 120 სამშენებლო ობიექტს სამუშაო პროცესი შევუჩერეთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ზედამხევდელობის გაძლიერებისთვის პარლამენტს უახლოეს მომავალში საკანონმდებლო პაკეტი გადაეგზავნება. 

"საჭიროა ზედამხედველობის და მონიტორინგის გაძლიერება იმ დარღვევებზე, რომლებიც აზარალებს დედაქალაქს.  ამ მიზნით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც გადაეგზავნება პარლამენტს და მგონია, რომ ამ ცვლიელებებით უფრო ეფექტური გახდება ზედამხედველობის ფუნქციები შემდეგი დარღვევების მიმართ:  დედაქალაქის იერსახის დამახინჯება;  თბილისის ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე;  გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა, რეკლამის უნებართვო განთავსება ან არასათანადო რეკლამის განთავსება.

ვფიქრობ, ამ მიმართულებით საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება რათა უფრო ეფექტური იყოს ზედამხედველობის სამსახური. ჩვენ უკვე დავიწყეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მივუდგებით უკანონოდ ან სხვადასხვა სახის კანონდარღვევებით მიმდინარე მშენებლობების საკითხს.
მე მოსახლეობა ჩავაყენე საქმის კურსში თუ რა დარღვევები გამოიკვეთა ბოლო თვეების განმავლობაში.

ამ ეტაპზე სამშენებლო უსაფრთოების იგნორირების გამო ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმდა 272 სამშენებლო ობიექტი. შეჩერების დადგენილება ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის 59 ფაქტზე, ხოლო სარეკლამო კონსტრუქციების გამო გაფრთხილებულია 300-მდე ობიექტი", - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

38 წუთის წინ

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186