"რუსეთის საპატრიარქოდან იყო ზარი, რომ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ ოჯახს გადასცემენ"

"რუსეთის საპატრიარქოდან იყო ზარი, რომ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ ოჯახს გადასცემენ"

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

დეკანოზის ინფორმაციით, ეს სატელეფონო ზარი საქართველოს საპატრიარქოს განყოფილებაში რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილებიდან იყო.

"როდესაც პატრიარქმა რუსეთის პატრიარქის სახელზე წერილი გაგზავნა, მაშინვე მოჰყვა ამას ზარი და გვითხრეს, რომ უახლოეს ხანში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება. ბუნებრივია დეტალები, ვის ესაუბრა პატრიარქი კირილი არ უცნობებიათ და არც იყო ჩვენთვის ამ დეტალების ცოდნა საჭირო. 

დღეს ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი და ამის შინაარსი იყო ის, რაც სიტყვიერად ვიცოდით იქამდე. რაც შეეხება დამატებით იმ ცნობას, რომ ის ორ დღეში დაუბრუნდება. ეს უკავშირდება სატელეფონო ზარს", - განაცხადა დეკანოზმა. 

კითხვაზე, ვის და ვის შორის შედგა სატელეფონო საუბარი? - დეკანოზი ამბობს რომ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

"მე როგორც ვიცი მხოლოდ საგარეო ურთიერთობებს შორის იყოეს საუბარი და შედგა თუ არა მეუფე შიოსა და საპატრიარქოს წარმომადგენელს შორის, არ ვიცი. ვერ მოგატყუებთ. დღეს არ ვყოფილვარ საპატრიარქოში. როდესაც სამდივნოში დავრეკე, მითხრეს, რომ საგარეო განყოფილებიდან იყო ეს ზარი ჩვენი საგარეო განყოფილება პასუხობდა ამ ზარს. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის ის იყო, რომ ცხედარი დროზე დაუბრუნდეს სამშობლოსა და მის მშობლებს. 

რაც მე შემიძლია დავადასტურო, ისაა რომ ამ ზარის შინაარსი ის იყო, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ხვალ ან ზეგ დაუბრუნდება ოჯახს. რამდენად რეალურად მოხდება ამის თქმა ძნელია. ამას ვერავინ ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენი მხრიდან ცოტა ისეთი იქნება... არ ვიცი, რა შეუშლის ხელს. თქვენ თქვით, რომ გამოსვლები დაიწყო ე.წ. სამხრეთ ოსეთში. არ ვიცი რატომ აკეთებენ ამას, ალბათ კვალის დაფარვის მიზნით", - აღნიშნა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა. 

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167