დონალდ ტრამპი: თეთრ სახლში ქაოსი არ არის

დონალდ ტრამპი: თეთრ სახლში ქაოსი არ არის

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზოგიერთი მედიასაშუალება თეთრ სახლში არსებული მდგომარეობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ პოლიტიკოსი საკუთარ Twitter- ზე წერს.

"ყალბი მედიის ახალი ამბავი" ისაა, რომ თეთრ სახლში ქაოსია. ეს ასე არ არის! ხალხი ყოველთვის მოდის და მოდის, და მე მინდა, რომ მათთან დიალოგი ვაწარმოო. ამ ეტაპზე, მსურს, რამდენიმე ადამიანი შეიცვალოს, (ყოველთვის ვეძებ სრულყოფილებას). მაგრამ ეს ქაოსი არ არის, მხოლოდ დიდი ენერგიაა ", - წერს ტრამპი.

მანამდე, გამოცემა The New York Times ოთხ მოქმედ და ყოფილ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერდა, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებს და სხვა მასთან დაახლოებულ პირებს, სავარაუდოდ, „რუსეთის დაზვერვის სამსახურის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან" ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. ისინი "ადასტურებენ, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას შეეცადა".

მოგვიანებით, აღნიშნულ ინფორმაციას მიკრობლოგ "ტვიტერში" დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ტრამპის შეფასებით, ზოგიერთი მედიასაშუალება დეზინფორმაციის გავრცელებით შექმულების თეორიასა და სიძულვილის კამპანიას თესავს.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151