რუსეთი პატრიარქი ილია მეორეს: არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს

რუსეთი პატრიარქი ილია მეორეს: არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს

ამის შესახებ ნათქვამია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს წერილში, რომელიც მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს წერილის საპასუხოდ გამოუგზავნა.

"უწმნინდეს და უნეტარეს ილია ΙΙ–ს,   სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს უწმინდესო და უნეტარესო, უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!

გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.

პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით. 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე 
სატელეფონო საუბრით მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ, სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს", - ნათქვამია საპატრიარქოს გამოქვეყნებულ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, 2018 წლის 2 მარტს ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მიმართა: გვიშუამდგომლეთ, რათა ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

1 საათის წინ

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151