ხუხაშვილი: ენძელა მაჭავარიანს საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილზე და წულუკიანზე მეტი ხმა ექნება

ხუხაშვილი: ენძელა მაჭავარიანს საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილზე და წულუკიანზე მეტი ხმა ექნება

„დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამის გამო, რომ ენძელა მაჭავარიანი საპრეზიდენტო არჩევნებზე აიღებს მეტ ხმას, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ან წულუკიანი. რატომ?! იმიტომ რომ ენძელა მაჭავარიანს არ აქვს ნეგატიური რეიტინგი“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

„ქალი კანდიდატის განხილვა რომ დაიწყეს და ჭკვიანი სახეებით „ქართული ოცნების“ კომენდატორებმაც ქალი და ქალი ილაპარაკეს, მე ვთქვი კიდევაც, რომ ყველაზე კარგი კანდიდატი იქნებოდა-მეთქი ენძელა მაჭავარიანი და ეს არ მითქვამს ხუმრობით, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამის გამო, რომ ენძელა მაჭავარიანი აიღებს მეტ ხმას, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ან წულუკიანი. რატომ?! იმიტომ რომ ენძელა მაჭავარიანს არ აქვს ნეგატიური რეიტინგი. რეიტინგი, თავისი პოლიტიკური ავტორიტეტი „ქართულ ოცნებაში“ არავის არ აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151