თეთრი სახლი ასადის რეჟიმს სირიის საკითხზე რეზოლუციის უგულებელჰყოფაში ადანაშაულებს

თეთრი სახლი ასადის რეჟიმს სირიის საკითხზე რეზოლუციის უგულებელჰყოფაში ადანაშაულებს

თეთრი სახლი მოითხოვს, რომ რუსეთმა, ირანმა და სირიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია შეასრულონ,-ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

"ასადის რეჟიმმა (სირიის პრეზიდენტი) მომხრე მოსკოვთან და თეირანთან ერთად გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია უნდა დაიცვან ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ აღმოსავლეთ გუთაში და მის გარშემო იერიშები შეწყდეს, და დაუშვან "ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება თითქმის 400 ათასი უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქისთვის, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფებიან".

მანამდე, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ გუთაში ანტიტერორისტული ოპერაციები გაგრძელდება.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიუხედავად, რომელიც 30 დღიანი ზავის ამოქმედებას ითვალისწინებდა, სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში ავიაიერიშები არ შეწყვეტილა.

ორგანიზაციის ცნობით, 18 თებერვლიდან დღემდე 600-მდე ადამიანი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი დაშავდა. გაერო-ს მონაცემებით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია საავადმყოფოების დაბომბვისა და შიმშილობის შესახებ. 

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151