აჭარაში მცხოვრები მეწარმეები ახალ საგადასახადო ინიციატივებს გაეცნენ

აჭარაში მცხოვრები მეწარმეები ახალ საგადასახადო ინიციატივებს გაეცნენ

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მიაწოდეს. რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. ახალი საგადასახადო ინიციატივის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 120 000-ზე მეტ მეწარმეს შეეხება. აქ იგულისხმება ფიზიკური პირები. საუბარია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის განაკვეთის ხუთჯერ შემცირებაზე 5%-დან 1%-მდე. თუ ადრე იყო 100 000 ლარამდე ბრუნვა, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიას მოიცავს.

"ეს ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენი მეწარმეებისთვის, უშუალოდ ჩვენი რეგიონისათვის. თქვენ იცით, რომ ქვეყნის მასშტაბით აჭარაში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს,  ძალიან მნიშვნელოვანი ეკომომიკური პროექტები  ხორციელდება. ახალი საგადასახადო ინიციატივა კი  შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მეწარმეებს კიდევ უფრო განავითარონ საქმიანობა, იყვნენ მეტად ჩართულები, დასაქმდეს მეტი ადამიანი. ეს არის სწორი ხედვა, სწორი სტრატეგია, რომელიც ჩვენს მთავრობას გააჩნია", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმში გამართული შეხვედრა რეგიონებში მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ფინანსთა სამინისტროს  ახალი საგადასახადო ინიციატივის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

14 საათის წინ

"ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების ცენტრალური სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. შესაბამისად ეს უბნები საჭიროებდა წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ეს ორი უმთავრესი პროექტი...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151