ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში ორსართულიანი  სახლი დაიწვა

ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში ორსართულიანი სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან თვითმხილველების თქმით ამ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა,რომ ადგილზე სახანძრო სამსახური დროულად გამოცხადდა, ორივე სართული მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი სავარაუდოდ ბუხრიდან გაჩნდა.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

სლოვენიაში ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

2 საათის წინ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო შერატონის შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237