სააკაშვილი: ქართველი ხალხის და საქართველოს გადამრჩენის ფუნქცია მეორედ უნდა შევასრულოთ

სააკაშვილი: ქართველი ხალხის და საქართველოს გადამრჩენის ფუნქცია მეორედ უნდა შევასრულოთ

"ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს საქართველო და უკვე მეორედ შევასრულოთ ქართველი ხალხის და საქართველოს გადამრჩენის ძირითადი ფუნქცია", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამიდან გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.

"ახლა ჩვენ საპრეზიდენტო კამპანიისთვის უნდა მოვემზადოთ, პრაიმერიზის გზით ყველა არ გაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად ჩვენ უნდა შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი და უნდა ჩავატაროთ ისეთი კამპანია, როგორიც არასდროს ჩაგვიტარებია, აბსოლუტურად ახალი მეთოდებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოცდილი ხალხის გამოცდილების მაქსიმალურად გათვალისწინებით და ახალი ხალხის ჩართვით, მათ შორის ახალგაზრდობის მასობრივად მოზიდვით. ჩვენ უნდა დავინახოთ და დავანახოთ ყველას მომავლის პერსპექტივა და ეს აუცილებლად გამოგვივა. ჩვენი ძალა არ გაიყიდა და მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, არ განადგურდა და გადარჩა.

ახლა ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს საქართველო და უკვე მეორედ შევასრულოთ ქართველი ხალხის და საქართველოს გადამრჩენის ძირითადი ფუნქცია. ჩვენ ეს აუცილებლად გამოგვივა. მე ბოლომდე თქვენთან ერთად ვარ ამ ბრძოლაში და მინდა, რომ თქვენც წამომყვეთ ამ ბრძოლაში. საქართველოს ძალიან მაგარი მომავალი აქვს. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია და ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად გარდაუვალია!", - აცხადებს სააკაშვილი.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151