სააკაშვილი: ივანიშვილმა მთავარ ოპოზიციური ძალის წოდებაზე კასტინგი გამოაცხადა

სააკაშვილი: ივანიშვილმა მთავარ ოპოზიციური ძალის წოდებაზე კასტინგი გამოაცხადა

"ამ პირობებში, ივანიშვილმა პრაქტიკულად გამოაცხადა კასტინგი მთავარ ოპოზიციური ძალის წოდებაზე. ის გვიბიძგებს, რომ ვიბრძოლოთ, თუ ვინ იქნება მეორე ამ არჩევნებზე და დავკმაყოფილდეთ ამ რაღაცა საპატიო პრიზით", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამიდან გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.

"მინდა ამსტერდამიდან მოგმართოთ ჩვენი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუ რა განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა. ჩვენი დატოვებული ფული ბოლომდე შეიხრა და უპასუხისმგებლოდ გაიფლანგა. ჩვენი შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტები მორყეულია და იქ დაბრუნდა კორუფცია. კრიმინალი ისევ მძლავრობს. უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოსთვის მკვეთრად გაუარესდა. ასეთი უიმედობა არ ყოფილა შევარდნაძის დროსაც კი და ამ ყველაფრის ფონზე, ასობით ათასმა, ყველაზე შრომისუნარიანმა ჩვენმა თანამემამულემ ან უკვე დატოვა საქართველო, ან თვალი უჭირავს წასვლაზე. რეალურად, საქართველო განადგურების საფრთხის წინაშეა.

ამ პირობებში, ივანიშვილმა პრაქტიკულად გამოაცხადა კასტინგი მთავარ ოპოზიციური ძალის წოდებაზე. ის გვიბიძგებს, რომ ვიბრძოლოთ, თუ ვინ იქნება მეორე ამ არჩევნებზე და დავკმაყოფილდეთ ამ რაღაცა საპატიო პრიზით. ნურას უკაცრავად!", - აცხადებს სააკაშვილი.

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

10 წუთის წინ

კერძოდ, სანქციები ევროკავშირში ყირიმიდან და სევასტოპოლიდან შემოსული პროდუქტის იმპორტს კრძალავს. დოკუმენტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს ნახევარკუნძულზე ეკონომიკასა და ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას. როგორც...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186