რუსეთის საპატრიარქო: არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს წითელი ჯვარი ჩამოასვენებს

რუსეთის საპატრიარქო: არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს წითელი ჯვარი ჩამოასვენებს

საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის საპატრიარქოდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გაგზანილ წერილზე პასუხი მიიღო, რომელსაც საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელს. 

"დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.

მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ილია II ოკუპირებული ცხინვალიდან ტატუნაშვილის გადმოსვენების თხოვნით, რუსეთის პატრიარქს მიმართა

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დე ფატო ხელისუფლებამ 2018 წლის 22 თებერვალს გაავრცელა, მისი ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიდან ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ. 

ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს დე ფაქტო ხელიუფლების დარწმუნება, გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის მიეცათ. ამ დრომდე არავინ იცის ოფიციალურად მიზეზი, რატომ არ აძლევს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება გარდაცვლილის ოჯახს ცხედარს.

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

1 საათის წინ

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151