ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: გვიშუამდგომლეთ,რათა ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: გვიშუამდგომლეთ,რათა ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს

კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს მიმართავს დახმარების თხოვნით, რომ ცხონვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოეცეს.

"მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ, ქალაქ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით.

ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს არ აქვთ საშუალება დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.

ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენიაში, მაგრამ გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს. თქვენი მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება, როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის", – აღნიშნულია კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეოერის მიერ, რუსეთის პატრიარქისთვის მიწერილ წერილში.

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი მოქალაქეებს სპორტულ მარათონში ჩართულობისკენ მოუწოდებს

1 საათის წინ

„კვირას, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის სპორტსმენებს, ბიზნეს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151