მაღალმთიან აჭარაში 3-8 მარტის ღონისძიებებისთვის შუახევის მერია ყველაზე მეტ თანხას დახარჯავს

მაღალმთიან აჭარაში 3-8 მარტის ღონისძიებებისთვის შუახევის მერია ყველაზე მეტ თანხას დახარჯავს

მაღალმთიან აჭარაში 3-8 მარტის ღონისძიებებისთვის შუახევის მერია 4 646 ლარს დახარჯავს. მას მოყვება ხულოს მუნიციპალიტეტის მერია , რომელიც 3 540 ლარს, ხოლო ქედის მერია აღნიშნული ღონისძიებებისთვის 2 541 ლარს დახარჯავს. მონაცემები "აიპრესს" მუნიციპალიტეტების მერიაში მიაწოდეს.

შუახევში 3 მარტს კულტურის სახლის ეზოში გაიმართება დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები და თსუ ახალგაზრდული ანსამბლი "გორდელა” მიიღებს მონაწილეობას. ასევე შუახევის მერია 50 ქალ პედაგოგს, მრავალშვინ დედებს და ომში დაღუპულის დედებს ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებს.

რაც შეეხება ქედას, ქედაში სამ მარტს 12 საათი - ქედის კულტურის ცენტრში გაიმართავს ქალბატონებისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რაც შეეხება დაჯილდოების ცერემონიალს ქედის მერია ღვაწლმოსილ, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ 75 ქალბატონს, ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოებს. ხულოს მუნიციპალიტეტში ქედისა და შუახევისაგან განსხვავებით დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 5 მარტს გაიმართება.

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

14 საათის წინ

"ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების ცენტრალური სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. შესაბამისად ეს უბნები საჭიროებდა წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ეს ორი უმთავრესი პროექტი...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151