საპატრიარქო: ტატუნაშვილის მშობლებმა მის უწმიდესობას  შვილის ცხედრის გადმოსვენებაში დახმარება სთხოვეს

საპატრიარქო: ტატუნაშვილის მშობლებმა მის უწმიდესობას შვილის ცხედრის გადმოსვენებაში დახმარება სთხოვეს

საქართველოს საპატრიარქო ოკუპირებულ ცხინვალში გაურკევეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობელებისა და საქართველოს კათოლიკოს-პატიარქის ილია მეორეს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  

"ა.წ. 1 მარტს, საღამოს ბ-ნ არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და ახლობლების ინიციატივით შედგა მათი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან.

ბატონი არჩილის მშობლებმა მის უწმიდესობას თხოვეს დახმარება შვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.

კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს რუსეთის პატრიარქს, რათა მან გაწიოს შუამდგომლობა სათანადო ორგანოებთან და გამოიყენებს სხვა საშუალებებსაც ტატუნაშვილების ოჯახის დასახმარებლად", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

14 წუთის წინ

ემელიამ, როგორც თავად შემდეგ მოყვა, გაიფიქრა რომ ეს ვინმე მისი ახლობელი იყო, მაგრამ მისკენ თავის მიტრიალებისთანავე დარწმუნდა, რომ "ძალიან ინტიმური შეხება" უცნობი პირის მიერ მოხდა, სწვდა მას მაისურის საყელოში, მოქაჩა თავისკენ, მოატრიალა...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080